“პოზიცია” მორიგ საქველმოქმედო აქციას გამართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” 27 სექტემბერს, 20:00 სთ-ზე, “ელ ცენტროში”, ბამბის რიგის ქუჩაზე, მორიგ საქველმოქმედო აქციას გამართავს.
როგორც “კვირას” ორგანიზაციიდან აცნობეს, პროექტის სახელწოდებაა ,,ქუჩის მუსიკოსები სხვების დასახმარებლად”.
“27 სექტემბრის ღონისძიებისთვის საგულდაგულოდ შეირჩნენ ნიჭიერი ქუჩის მუსიკოსები, რომელთაც მრავალფეროვანი აუდიტორიის წინაშე შეეძლებათ თავიანთი შემოქმედების წარდგენა. აღსანიშნავია, რომ ,,ქუჩის მუსიკოსების” გარდა, საქველმოქმედო პროექტში ამჯერად ცნობილი ჯგუფი ,,ნიკოლშოუც” იქნება წარმოდგენილი.
ქველმოქმედებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა სოციალურად დაუცველი 5-შვილიანი ოჯახის წევრს, 10 წლის გოგა ხახალაშვილს, რომელსაც მძიმე ძაბვის შედეგად მიღებული ტრამვით ორივე ხელის ამპუტირება მოუწია. მოზარდს სხვადასხვა სახის მედიკამენტი და თანადგომა ესაჭიროება.
“პოზიცია” მადლობას უხდის ,,ქუჩის მუსიკოსებს” და ცნობილ ჯგუფს ,,ნიკოლშოუს”ღონისძიებაში უსასყიდლო თანამონაწილეობისათვის, “ელ ცენტროს” კი  – პროექტის მხარდაჭერისათვის.
არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” მიესალმება ნებისმიერი კომპანიის მხრიდან საქველმოქმედო აქციაში ჩართულობას, იქნება ეს ადგილზე ფულადი სახით 10 წლის მოზარდისთვის დახმარების გაწევა, თუ სხვა სახის მხარდაჭერა.
27 სექტემბრის ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს მოსაწვევები წინასწარ გადაეცემათ. საკონტაქტო ტელეფონი: 577 74 11 79″, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები