სოფელ დვანიდან გატაცებული არასრულწლოვანი გათავისუფლებულია

რუსი ოკუპანტების მიერ ქარელის რაიონის სოფელ დვანიდან გატაცებული ორი მოქალაქე მათ შორის არასრულწლოვანი გათავისუფლებულია – ამის შესახებ „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გათავისუფლების პროცესში აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ეს იყო უკანონო დაკავების კიდევ ერთი ფაქტი. ჩვენს მიერ დაუყონებლივ იქნა ამოქმედებული ცხელი ხაზი და ჩვენი აქტიური ძალისხმევის შედეგად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით არასრულწლოვანი იქნა გათავისუფლებული”,- აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები