ამ დროის მონაცემებით, ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 30 მილიონ ლარს გადააჭარბა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი კახეთის რეგიონში “რთველი 2015”-ის ფარგლებში, ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარების და გადამუშავების პროცესს მთელი ღამის განმავლობაში ეცნობოდნენ.
სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში კომპანიების – სს „თბილღვინო“, შპს „წინანდალი – 21-ე საუკუნის საუკეთესო ღვინოები“, შპს „ქინძმარაული ყვარელი“, შპს „კოტეხის ღვინის ქარხანა“ და სს „გურჯაანი 1929“ – საწარმოებში იმყოფებოდა და მოსახლეობისგან ყურძნის მიღების პროცესს დაესწრო.
ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ რთველი უკვე აქტიურ ფაზაშია შესული, რაც ბუნებრივად განაპირობებს ღვინის კომპანიებთან ყურძნის ჩაბარების მსურველთა ნაკადის ზრდას.
“რთველი 2015“-ის შტაბის ხელმძღვანელთან ერთად, მოვინახულეთ როგორც კერძო, ისე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული რამდენიმე საწარმო, სადაც მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარების პროცესი. რთველი აქტიურ ფაზაშია, შესაბამისად, საწარმოებთან არის რიგები. ეს რთვლის თანამდევი პროცესია. იმ რესურსებით, რაც დღეს სახელმწიფოს და კერძო სექტორს გააჩნია, ჩვენ ვერ ავიცილებთ რიგებს. ჩვენი ამოცანაამაქსიმალურად მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობით ყურძნის გადამუშავება მოხერხდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს ორგანიზებული და კონტროლირებადიდა არ იყოს შეფერხება. მთავარია ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის მოადგილე რთვლის მიმდინარეობის შესახებ ქარხნებში ყურძნის ჩასაბარებლად მისულ მევენახეებს და ღვინის საწარმოების ხელმძღვანელებსაც გაესაუბრა. რთველი კახეთის თითქმის ყველა რაიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს.
24 სექტემბრის12:00 საათის მდგომარეობით, გადამუშავებულია 50 000 ტონამდე ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 30 მილიონ ლარს გადააჭარბა.