შსს-მ თაღლითობის ფაქტი გახსნა – ვიდეო

 

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული იოსებ კ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში დისტრიბუტორად მუშაობდა, თაღლითურად დაეუფლა ამავე კომპანიის კუთვნილ, 450 ყუთ საბავშვო ჰიგიენურ საფენს, რითაც აღნიშნულ კომპანიას 28 800 ლარის ზარალი მიაყენა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თაღლითურად დაუფლებული პროდუქციის ნაწილი გაყიდა. სამართალდამცველებმა ფული და მითვისებული საქონელი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები