გიორგი პაპუაშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი სტრასბურგში დღეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
როგორც „კვირას” საკონსტიტუციო სასამართლოდან აცნობეს, გიორგი პაპუაშვილმა და ტორბიორნ იაგლანდმა საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია გიორგი პაპუაშვილის ხელმძღვანელობით სტრასბურგში 20 სექტემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე ისაუბრეს სასამართლო სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.