დიმიტრი ბოკერია – რაჭა-ლეჩხუმის დელეგატი წარმოდგენილია წერილობითი ფორმით

საშეჯიბრო განყოფილების უფროსი დიმიტრი ბოკერია რაჭა-ლეჩხუმის დელეგატის წარდგენაში დარღვევას ვერ ხედავს, რადგან წარდგენას გამგეობის სხდომის ოქმი აქვს დართული.
ბოკერიას თქმით, დღეს აღმასკომის სხდომაზე რაჭა-ლეჩხუმიდან შემოვიდა მოთხოვნა, რომლის მიხედვით, რამდენიმე გამგეობის წევრს აინტერესებდათ, როგორ მოხდა მათი რეგიონული ფედერაცის დელეგატის წარმოდგენა.
“აღმასკომზე რაჭა-ლეჩხუმიდან შემოვიდა მოთხოვნა, რომ რამდენიმე გამგეობის წევრს აინტერესებდათ, როგორ მოხდა მათი რეგიონული ფედერაცის დელეგატის წარმოდგენა. ამ დოკუმენტაციას ითხოვდნენ. ამ საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის ფეხბურთის ფედერაციამ მოითხოვა 10 დღიანი ვადა დ აუცილებალდ დაუკმაყოფილებს მოთხოვნას. უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით გურიის დელეგატისა, რომლის ირგვლივ რამდენიმე დღეა განხილვები არ ცხრება, რაჭა-ლეჩხუმის დელეგატი წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, რომელსაც გამგეობის სხდომის ოქმი აქვს დართული. მე არ მავქს ინფორმაცია იმის თაობაზე, იცოდნენ თუ არა რაჭა-ლეჩხუმის გამგეობის წევრებმა იმის თაობზე, როდის იყო ჩანიშნული აღმასკომის სხდომა. რაც პირადი საუბრიდან ვიცი რაჭა-ლეჩხუმის პრეზიდენტისგან, არის ის რომ იცოდნენ. მერე არ ვიცი ზეწოლის შედეგად ცვლიან ჩვენებას, თუ რა ხდება შემდეგ რეგიონულ ფედერაციებში”, – განუცხადა ბოკერიამ “პირWელს” აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება “საქართველოს სპორტის საზოგადოების” თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის, გიორგი ცობეხიას ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონულ ფედერაციებში დელეგატების არჩევა დარღვევების ფონზე მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით ისინი პროკურატურაში საქმის აღძვრას აპირებენ, ბოკერია აცხადებს, რომ არ იცნობს არც ცობეხიას, არც განცხადება მოუსმენია და პოზიციას ვერ დააფიქსირებს ამასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები