დავით სერგეენკო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხვალ სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვევა და მომავალ ექიმებს შეხვდება.
მინისტრი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს ჯანდაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობასა და გატარებულ რეფორმებს გააცნობს.
დავით სერგეენკო ყურადღებას გაამახვილებს დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების საკითხზეც.
ჯანდაცვის სამინისტრომ ამ კუთხით გაატარა რეფორმები, რაც გამოიხატება რეზიდენტების მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისათვის, დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში პროფესიულ მომზადებას.
შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართება, სადაც სტუდენტები მინისტრს ჯანდაცვის სფეროს განვითარების შესახებ საკუთარ შეხედულებებსაც გააცნობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები