პროექტ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის” პრეზენტაცია გაიმართა
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში პროექტის -„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა” პრეზენტაცია გაიმართა.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში” შემუშავებული კოალიციური პროექტი, რომლის პარტნიორიც ასევე არის ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია” და ცალკეული სამთავრობო უწყებები.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების დასაქმების უნარიანობის გაზრდას არაფორმალური განათლების მეშვეობით. პროექტის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, დასაქმების სერვისები განვითარდება საქართველოში, რაც გაზრდის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაციის ხარისხს.
პრეზენტაციას ჩეხეთის ელჩი ტომაშ პერნიცკი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი, ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში” საქართველოსა და სომხეთის ოფისების დირექტორი ლორიან გონი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პროექტში ჩართული ორგანიზაციებისა და სტრუქტურების ხელმძღვანელების მისალმებისგამოსვლის შემდეგ გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც დისკუსიის ფორმატშიგაგრძელდა, გამოიკვეთა მიზნები, თანამშრომლობისა და დასახული ამოცანების შესასრულებლად.
პროექტის მხარდამჭერები არიან: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.