ირაკლი კოვზანაძე: საპარტნიორო ფონდმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა სტრატეგიული პროექტი განახორციელა

უმსხვილესმა საფინანსო ინსტიტუტმა „კრედიტ სვისმა“ 150 მლნ დოლარის სესხი საპარტნიორო ფონდს დაუმტკიცა, – ამის შესახებ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
როგორც კოვზანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის წარდგენისას აღნიშნა, საპარტნიორო ფონდმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა სტრატეგიული პროექტი განახორციელა.
„პროექტების საინვესტიციო მოცულობა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არის ორი მილიარდი დოლარი, მათ შორის არის გარდაბნის თბოელექტროსადგური, ნესკრას ჰიდროელექტროსადგური, თვითმფრინავების ქარხანა თბილისში, “რიქსოსი ლიკანში” და სხვადასხვა პროექტები. „კრედიტ სვისმა“, უმსხვილესმა საფინანსო ინსტიტუტმა, დაუმტკიცა 150 მლნ დოლარის სესხი საპარტნიორო ფონდს და მათ შორის, 100 მლნ დოლარი გუშინ ჩაირიცხა ჩვენს ანგარიშზე, ეს მოხმარდება ახალი პროექტების განხორციელებას“,-განაცხადა კოვზანაძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით საგანელიძე წარადგინა. საგანელიძემ ირაკლი კოვზანაძე შეცვალა, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები