ეკა ბესელია: დავით საგანელიძის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად გადასვლა უმრავლესობისთვის მარტივი თემა არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად გადასვლის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს უმრავლესობისთვის მარტივი თემა არ არის.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, დავით საგანელიძე ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, მისი პარლამენტში ყოფნა საჭირო იყო პარლამენტისთვის და პოლიტიკური პროცესებისთვის, მაგრამ ის საჭიროა იქაც, სადაც მან ეს შეთავაზება მიიღო.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგანელიძის პოსტს ზვიად კვაჭანტირაძე დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები