დავით საგანელიძე: საპარტნიორო ფონდი ერთ-ერთი გამორჩეული სტრუქტურა იყო, არის და დარწმუნებული ვარ, იქნება

იმედი მაქვს, რომ მთავრობასთან ერთად ჩვენ შევძლებთ სერიოზული რესტრუქტურიზაციის გაკეთებას ამ ფონდის ბაზაზე, – ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ახალმა ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადა.
მან მთავრობას და საპარტნიორო ფონდის საბჭოს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
“საპარტნიორო ფონდი ერთ-ერთი გამორჩეული სტრუქტურა იყო, არის და დარწმუნებული ვარ, იქნება, რომელმაც ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა და მე მივესალმები იმ გრანდიოზულ გეგმებს, რომლებიც ამ ფონდმა ბატონი ირაკლის ხელმძღვანელობით გააკეთა და ბევრს გააკეთებს კიდევ. იმედი მაქვს, რომ მთავრობასთან ერთად ჩვენ შევძლებთ სერიოზული რესტრუქტურიზაციის გაკეთებას ამ ფონდის ბაზაზე. ჩვენ შევქმნით, ალბათ, დიდ საფინანსო განვითარების ინსტიტუტს საქართველოში, რომელიც ბევრად უფრო დიდი მასშტაბის ინვესტიციების მოზიდვას შეძლებს ქვეყანაში და იმ გეგმას განახორციელებს, რომელიც ჩვენ 2012 წელს ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით დავიწყეთ ეკონომიკური გარდაქმნების სფეროში”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს პარლამენტში და აღნიშნა, რომ ყველა ძალიან უყვარს, პატივს სცემს და დარწმუნებულია, პარლამენტი წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას, ისევე, როგორც წარმატებული იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნები.
„მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტში ჩემს კოლეგებს იმ ბრძოლისთვის, იმ შრომისთვის, იმ თავდადებისთვის, იმ მეგობრობისთვის, რასაც ისინი აკეთებდნენ და აკეთებენ. ყველა ძალიან მიყვარს, ყველას დიდ პატივს ვცემ და იმედი მაქვს, საქართფველოს პარლამენტიც ყოველთვის იქნება სათანადო დონეზე“,- აღნიშნა დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები