გიგი გიგიაძე: ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება
ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში ჩართული საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
მინისტრის მოადგილემ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებიც ევროკომისიის მე-3 რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდა.
გიგი გიგიაძის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება. წლის ბოლოს კი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული მე-4 ანგარიში საბოლოო იქნება.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა და მათი მაქსიმალური ჩართულობა პროცესში.