ანძაზე ასული მამაკაცი პატრულის თანამშრომლებმა უვნებლად ჩამოიყვანეს

გორის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის განათების ბოძზე ასული მამაკაცი საპატრულო პოლიციამ უვნებლად ჩამოიყვანა.
40 წლამდე მამაკაცი ანძაზე დღეს შუადღით ავიდა. მამაკაცი საპატრულო პოლიციის თანამშრომლისგან ლუდს და არაყს ითხოვდა.
აღნიშნულის გამო გორის ცენტრი რამდენიმე ხნით გადაკეტილი იყო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცი ანძაზე პირველად არ ასულა და ანალოგიური მოთხოვნა რამდენიმე თვის წინაც ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები