ონის რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია

ონის რაიონის სოფელ გლოლაში, წიწვოვან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მოხდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების მობილიზება.
ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო 45-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ონის, ამბროლაურის, ტყიბულის, ქუთაისისა და ცაგერის დანაყოფებიდან. თბილისის ხანძრის ქრობის განყოფილებიდან დამატებით 7 -კაციანი ჯგუფი გაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები