იური ვაზაგაშვილის მეუღლე: პროკურატურის მადლობელი ვარ

პროკურატურის მადლობელი ვარ, – ამის შესახებ იური ვაზაგაშვილის მეუღლემ, ციალა შანავამ განაცხადა.
როგორც ციალა შანავა ამბობს, იგი კმაყოფილია თავისი მეუღლის მკვლელობის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობით.
მან ასევე განმარტა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის პროცესის გუშინ პროტესტის ნიშნად დატოვების მიზეზი. მისი თქმით, იგი პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის – ნიკოლოზ სამარღანიშვილის მოწმის სახით დაკითხვას არ ელოდა.
“სამარღანიშვილი კორტების სპეცოპერაციისას ჩემი შვილის მკვლელობის მონაწილეა. ეს ვერ ავიტანე. პროკურატურის მუშაობით კმაყოფილი ვარ. ჩვენ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან”, – განაცხადა ციალა შანავამ. იგი, გუშინდელი განცხადების მიუხედავად, გია სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვას დღეს დაესწრო. გია სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა 1-ელ ოქტომბერს, 11 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები