დავით ნარმანია: 2016 წელს ჩვენ, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, გონივრული ზრდა გვექნება

2016 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები განისაზღვრა. მომდევნო წელსაც ჩვენ გვექნება გონივრული ზრდა, ეკონომიკური ზრდის კვალობაზე დედაქალაქში, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
სხდომაზე 2016 წლის ბიუჯეტზე მსჯელობდნენ.
ნარმანიას თქმით, 2016 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები უკვე განისაზღვრა.
“2015 წელს ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია დედაქალაქის ბიუჯეტში იყო, როცა ადრე გაკეთდა ცვლილება. საშემოდგომო შემცირებებზე, ასე ვთქვათ, შემცირებები იქნება. 2016 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები განისაზღვრა. მომდევნო წელსაც ჩვენ გვექნება გონივრული ზრდა, ეკონომიკური ზრდის კვალობაზე დედაქალაქში”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები