დავით სერგეენკო: კონკრეტულ ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ ახალ ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომლებიც შესაძლოა, ქართულ ბაზარზე გამოჩნდნენ, მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მედიკამენტების მართვის რეგულაციები და ხარისხის კონტროლი იცვლება.
მინისტრი განმარტავს, რომ საბოლოო ამოცანა კონკურენტუნარიანი ფარმაკოლოგიური ბაზრით უზრუნველყოფაა და არა რომელიმე კონკრეტულ კომპანიასთან მოლაპარაკება.
„განსხვავებით C ჰეპატიტის პროგრამისგან, როდესაც ჩვენ ცალსახა მოლაპარაკებები გვქონდა კონკრეტულ კომპანიებთან, ახლა ეს მოლაპარაკებები კონკრეტულ კომპანიებთან არ მიმდინარეობს, რადგანაც ახლა, ზოგადად, მედიკამენტების მართვის რეგულაციების და ხარისხის კონტროლის პოლიტიკა იცვლება, რომლის საბოლოო ამოცანა გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და ხარისხიანი ფარმაკოლოგიური ბაზრით უზრუნველყოფაა და არა რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციასთან მოლაპარაკება“, – განაცხადა მინისტრმა.