დავით ნარმანია თბილისის ქუჩებში არსებული „საცობების“ მიზეზებს განმარტავს

თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის გზებზე არსებულ ე.წ. საცობების მიზეზებს განმარტავს.
მერი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს და ყველა სამუშაო ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება. „რამდენიმე ქუჩაზე გვაქვს შეზღუდვა, ვინაიდან მიმდინარეობს აქტიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები. აქედან გამომდინარე, მოძრაობები გადართულია სხვა მიმართულებით. მათ შორის არის ორი ხიდი, რომელიც შემოწმების შედეგად მკვეთრად ავარიული აღმოჩნდა და ჩვენ სასწრაფო წესით დავიწყეთ მათი აღდგენა-რეაბილიტაცია. არის ასევე ქუჩები, სადაც იცვლება წყლის სისტემა და სადაც ხდება გზის საფარის დაგება. ყველა ძირითადი სამუშაო ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება“, – აღნიშნა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები