გალში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

გალის რაიონის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას  სამი ადამიანი ემსხვერპლა.

“კვირას“ ინფორმაციით, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მანქანის და „მერსედესის“ მარკის ავტომობილის შეჯახების შედეგად სამედიცინო დახმარების ექიმები: ლია ჩხოტუა და თეა ჭედია დაიღუპნენ. გარდაცვლილია ამავე მანქანაში მყოფი პაციენტი.
რაც შეეხეებათ „მერსედესში“ მყოფებს,  “კვირას“ ინფორმაციით, დაშავებულია ავტომობილის მძღოლი, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სავარაუდოდ, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები