ლიბიელი მეზღვაურების მიერ დაკავებული ბათუმელი მეზღვაური შველას ითხოვს

ბათუმელი მეზღვაურის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ტოგოს დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც სოსლან კაკაბაძე მზარეულად მუშაობდა, 24 აგვისტოს ლიბიელმა მესაზღვრეებმა დააკავეს.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბრალდება არალეგალური ნავთობის გადატანის მცდელობაა, თუმცა ეკიპაჟს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ოჯახის წევრების განცხადებით, მეზღვაური თითქმის 1 თვეა ლიბიის წინასწარი პატიმრობის დაწესებულებაში იმყოფება და მას ვერ უკავშირდებიან.
ახლობლები ამბობენ, რომ დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით 17 სექტემბერს მიმართეს, თუმცა, მათი თქმით, ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.
“როცა მესაუბრა, მითხრა, რომ იყო გალახული, ჰქონდა თავის ტკივილები, ასევე ხელის ტკივილები… რომ ექიმის და რაიმე სახის სამედიცინო დახმარება საერთოდ არ ყოფილა. ამბობდა, რომ ყურადღებას არ აქცევენ და გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. ითხოვს შველას“, – განაცხადა მეზღვაურის მეუღლემ, დონარა გოგიტიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები