ირაკლი ალასანია: ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში საქართველოს უსაფრთხოებას იცავდა
ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვით საქართველოს უსაფრთხოებას იცავდა, – ასე გამოეხმაურა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვას “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია.
ალასანიამ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.
როგორც ალასანიამ განაცხადა, ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვით საქართველოს უსაფრთხოებას იცავდა და წვლილი შეჰქონდა ქვეყნისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უსაფრთხოებაში.
“ეს არის უდიდესი დანაკლისი საქართველოსთვის და შეიარაღებული ძალებისათვის”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ამასთან, ირაკლი ალასანიამ, ავღანეთში დაჭრილ სერჟანტს, პაატა როსტობაიას, სწრაფად გამოჯანმრთელება და შეიარაღებულ ძალების რიგებში დაბრუნება უსურვა.