ამ დროის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 42 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

23 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 42 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. მათ შორის, 17ათას ტონამდე რქაწითელი, 19 ათას ტონამდე საფერავი, 1,5 ათას ტონამდე კახური მწვანე და 6 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი – ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 25 მლნ ლარს მიაღწია. განვლილი 24 საათის განმავლობაში 6 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც მიმდინარე რთვლის სეზონის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გურჯაანი – 14 ათას ტონამდე, ყვარელი – 8,6 ათას ტონამდე და თელავი – 6,8 ათას ტონამდე. კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი70 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული15 ღვინის საწარმო. რთვლის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს „ცხელი ხაზი“: 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტსაიტი www. rtveli 2015. gov.ge.“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები