თამარ სანიკიძე: კერძო სკოლებიდან საჯარო სკოლებში ხელოვნური ნაკადების გადმოდინება სასურველი არ იქნება

პირველკლასელები, რომლებიც კერძო სკოლებში მივიდნენ, საჯარო სკოლაში გადასვლას ვერ შეძლებენ, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ განაცხადა.
მინისტრს მიაჩნია, რომ კერძო სკოლებიდან საჯარო სკოლებში ბავშვების გადაყვანა აზიანებს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორს.
„ყველაფერს მნიშვნელობა აქვს პროგრამის თვალსაზრისით, ამიტომ მოსწავლეს სჭირდება შეფასება და შესაძლებელია დასჭირდეს ინდივიდუალური პროგრამები, ამიტომ დისკრეციის უფლება სამინისტროს და მინისტრს გააჩნია და მობილობა ამ რეჟიმში განხორციელდება. ჩვენ გვინდა, ხელი შევუშლოთ მექანიკური და ხელოვნური ნაკადების გადმოდინებას კერძო სკოლებიდან საჯარო სკოლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მშობელმა გადაწყვიტა, ბავშვი მიიყვანოს კერძო სკოლაში და მეორე, მესამე დღეს გადაწყვიტა, გადაიყვანოს საჯარო სკოლაში, რადგან მან გვიან დაიწყო სწავლა ჩვენი სწავლის დაწყებამდე, ბავშვს ექვსი წელი არ უსრულდებოდა, ის აზიანებს კერძო სექტორს. სკოლას დაგეგმილი აქვს რესურსი, – პედაგოგის, მისი ანაზღაურება, საათობრივი ფასი. ამიტომ ასეთ ხელოვნური ნაკადების გადმოდინება სასურველი არ იქნება არც კერძო და არც საჯარო სექტორისთვის“, – განაცხადა სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები