გახდება თუ არა სამხედრო სამსახური არასავალდებულო – „ნაციონალების“ ინიციატივას უმრავლესობის დეპუტატი ეხმიანება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახური სავალდებულო აღარ უნდა იყოს, უმრავლესობის წევრი, დეპუტატი, პაატა კიკნაველიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
კიკნაველიძის თქმით, სისტემა ისევე უნდა დარჩეს, როგორც დღეს არის, რადგან ქვეყანა არ არის მზად იმისათვის, რომ მხოლოდ პროფესიული არმია ჰყავდეს და ქვეყნის ბრძოლისუნარიან მოქალაქეებს სამხედრო საქმის ელემენტარული ცოდნა არ ჰქონდეთ.
„ ეს არ არის თემა, რომელიც შეიძლება ცალკე აღებული, პარლამენტის წევრებმა გადაწყვიტონ. ეს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან ურთიერთობას მოითხოვს. ყველა ამ ტიპის მოქმედებას უნდა სერიოზული გათვლა იმის შესახებ, თუ რა შედეგი მოჰყვება მას. პროფესიული არმიის შენახვა კოლოსალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენს პირობებში მყოფი ქვეყნისთვის, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სამხედრო სამსახურის ვადა ძალზედ მინიმალურია, გამართლებული და მიზანშეწონილია, რომ სისტემა შენარჩუნდეს. ქვეყანა არ არის მზად იმისათვის, რომ მხოლოდ პროფესიული არმია ჰყავდეს და ქვეყნის ბრძოლისუნარიან მოქალაქეებს არ ჰქონდეთ სამხედრო საქმის ელემენტარული ცოდნა“, – განაცხადა პაატა კიკნაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები