პატრიარქი დღეს გორის რაიონის სოფლებს ესტუმრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს გორის რაიონის სოფლებს ესტუმრება.
როგორც “კვირას” საპატრიარქოდან აცნობეს, ილია მეორე ხურვალეთს, ზემო ნიქოზს და სხვა სოფლებს ესტუმრება, სადაც ადგილობრივ მრევლს დალოცავს და ტაძრებს მოილოცავს.
გორის რაიონის სოფელ შინდისში, პატრიარქი, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს მოილოცავს, რომელიც საქველმოქმედო ფონდ “კალას” დაფინანსებით აშენდა.
ღონისძიებას წმინდა სინოდის წევრები, ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე, პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი მთავრობა, დაღუპული გმირების ოჯახების წევრები და ახლობლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები