კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წლის მოხუცი დაშავდა

კახეთის სოფელ ვეჯინში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი “ნისანის” მარკის ავტომანქანა მის წინ მიმავალ ავტომობილს დაეჯახა. შედეგად 70 წლის ქალბატონი დაშავდა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
არსებული ინფორმაცით,”ნისანი” ქუჩაზე შემთხვევით გამვლელსაც დაეჯახა შემდეგ კი ამობრუნდა. დაშავებული მოტეხილობითა და სხეული მსუბუქი დაზიანებებით, გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში 112-ის ბრიგადამ გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები