მიხეილ გიორგაძე „პანორამა თბილისის“ შესახებ: პროექტმა თავის დროზე ძალიან ბევრი ექსპერტის ხელში გაიარა

მთავრობის სხდომის დაწყებამდე კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ „პანორამა თბილისის“ შესახებ განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.
მიხეილ გიორგაძის თქმით, აღნიშნულმა პროექტმა თავის დროზე ძალიან ბევრი ექსპერტის ხელში გაიარა და მერიაში გამართული ღია და გამჭვირვალე განხილვების შემდეგ დაამტკიცეს.
“ერთი არის შეფასებები, მეორე განხილვის პროცესი, რომელიც გაიარა ამ პროექტმა. ყველას ჰქონდა საშუალება, თავისი შენიშვნა დაეფიქსირებინა, რაც თავის დროზე გაკეთდა. მეტიც, არა უბრალოდ პოზიციის დაფიქსირების საშუალება ჰქონდათ, არამედ განხილვაში კონსტრუქციულად მონაწილეობის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, პროექტთან დაკავშირებით მათი კორექტირებაც იყო გათვალისწინებულიც. ახლა თავიდან ამ საკითხის წამოწევა, თან ასეთი სიმწვავით, პირადად ჩემთვის გაუგებარია”, – განაცხადა გიორგაძემ.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიმართეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, “პანორამა თბილისის” მშენებლობა შეაჩერონ, რადგან პროექტი საფრთხეს უქმნის ძველ თბილისს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები