ქუთაისში ომარ მაღლაქველიძე (ბაბუ) სასულიერო პირმა სცემა  

ქუთაისელი მოხუცი ომარ მაღლაქველიძე (ბაბუ) ნაცემია – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელით გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის სასულიერო პირმა იმის გამო სცემა, რომ ამერიკის დროშით გადაადგილდებოდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოხუცსა და მოძღვარს შორის შელაპარაკება ქუთაისში, რკინიგზის სადგურის მახლობლად მოხდა.
როგორც „კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ანგარიშსწორების ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები