რატომ იყო გიგი უგულავა პატიმრობაში 9 თვეზე მეტ ხანს – ირაკლი შოთაძის განმარტება

 

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ „ტელეიმედის“ ეთერში დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადებთან დაკავშირებით ისაუბრა.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, გიგი უგულავა 9 თვის განმავლობაში იმიტომ იყო საპატიმრო დაწესებულებაში, რომ მის მიმართ არსებობდა, პატიმრობის როგორც აღკვეთი ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთან, როგორც შოთაძემ აღნიშნა, გიგი უგულავას სხვადასხვა სისხლის სამართლებრივ საქმეებზე იყო პასუხისგებაში მიცემული.

„გიგი უგულავა 9 თვის განმავლობაში იმიტომ იყო საპატიმრო დაწესებულებაში, რომ მის მიმართ არსებობდა პატიმრობის, როგორც აღკვეთი ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები. ეს საფუძვლები რომ არ არსებულიყო, მის მიმართ ეს აღკვეთი ღონისძიება არ იქნებოდა გამოყენებული. მინდა აღვნიშნო, რომ გიგი უგულავას მიმართ არსებობდა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმები, სადაც იგი ბრალდებულის სახით არის პასუხისგებაშია მიცემული. შესაბამისად, ვიდრე არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, არსებობდა შესაბამისი პრაქტიკა, სწორედ ამ პრაქტიკის საფუძველზე და სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიგი უგულავას ორ სისხლის სამართლის საქმეზე ჰქონდა შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა. ორივე საქმეზე აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის საფუძველი არსებობდა და შესაბამისად, იყო გამოყენებული.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონკრეტულ ამ შემთხვევაში იმსჯელა და შეცვალა კონკრეტული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმატიული შინაარსი. აქ საუბარია იმაზე, რომ არაკონსტიტუციურად ცნობილი არ იქნა, არამარტო ნორმა, არამედ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ნორმის განმარტება, ანუ ის პრაქტიკა, რომელიც იყო დამკვიდრებული სასამართლოში და შესაბამისად, აქ არაფერი უკანონო არ იყო“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები