ირაკლი შოთაძე: პროკურატურის რეფორმა განამტკიცებს პროკურატურის ავტონომიას
საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მაოდგილე ირაკლი შოთაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის რეფორმა საგამოძიებო უწყების ავტონომიას განამტკიცებს. ამის შესახებ მან „ტელეიმედის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
როგორც შოთაძემ აღნიშნა, საპროკურორო საბჭო დაკომპლექტებული იქნება პროკურორებისგან, რომლებიც მტავარ პროკურორს შეარჩევენ.
„პროკურატურის რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შეიქმნა საპროკურორო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია პროკურორებისაგან, რომლებმაც უნდა შეარჩიონ საქართველოს მთავარი პროკურორი და შესაბამის შემთხვევებში, მოახდინონ მისი დისციპლინური და სისხლის სამართლებრივი დევნა. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან პროგრესული, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და ეს უპირველეს ყოვლისა, განამტკიცებს საქართველოს პროკურატურის ავტონომიას და შეუწყობს ხელს, რომ პროკურატურა საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდეს ევროპული სატნდარტების პროკურატურად“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
კითხვაზე ხედავს თუ არა საკუთარ თავს რეფორმ,ირებულ პროკურატურაში, შოთაძე აცხადებს, რომ ყოფილი პროკურორები არ ასრებობენ.
„მე ჩემს თავს ყოველთვის ვხედავ პროკურატურაში. ასეთი გამოთქმა არსებობს, რომ ყოფილი პროკურორები არ არსებობენ. შესაბამისად, მე რთულად წარმომიდგენია ჩემი თავი პროკურატურის გარეშე და ამ სამუშაოს გარეშე, რომელიც მართალია, დაუფასებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენს ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ. იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ ნაადრევია საუბარი“, – აღნიშნა შოთაძემ.