„პროცესები გაჭიანურებულია მითუმეტეს, ისეთ რეზონანსულ საქმეებზე, როგორიც არის უგულავას საქმე“

„საქართველოს მთავარი პროკურატურა ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა თავი შეეკავებინა განცხადებებისგან, ვინაიდან სასამართლო გასული იყო დასკვნით ეტაპზე და ჩვენს განმარტებებს შეიძლებოდა მისცემოდა სასმართლოზე გავლენის მოხდენის ელფერი.

დღევანდელი მართლმსაჯულება ძალიან განსხვდება იმ მართლმსაჯულებისგან, რომელსაც მიჩვეულია საქართველოს ყველა მოქალაქე. ჩვენს ძველად მიჩვეულები ვიყავით, რომ განაჩენები დგებოდა ძალიან მალე და ძლიან მარტივად. დღეს პროკურატურას სხვა მიდგომები აქვს. კონკრეტულად, სასამართლო თითოეულ საქმეს უდგება თანასწორად, პროცესი მიმდინარეობს თანასწორობის, ობიექტურობის რეჟიმში. შესაბამისად, ბრალდები მხარის და დაცვის მხარის მტკიცებულების განხილვა მიმდინარეობს საკმაოდ დაწვრილებით“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებით, ისეთ რეზონანსულ საქმეზე, როგორიც ყოფილი მერის საქმეა, პროცესები გახანგრძლივდა, რადგან მართლმსაჯულება ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდა.
„ჩვენ უნდა გავუსწოროთ ამ რეალობას თვალი და უნდა მივეჩვიოთ, რომ დღევანდელი მართლმსაჯულება მიუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისად, პროცესები არის გაჭიანურებული მითუმეტეს, ისეთ რეზონანსულ საქმეებზე, როგორიც არის თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმე“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები