ირაკლი შოთაძე: ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომ წარვსდგეთ სააპელაციო სასამართლოში

სააპელაციო სასამართლოში მთავარი პროკურატურა ბრალდებულ გიგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს მოითხოვს, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები აქვს იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ირაკლი შოთაძემ გადაცემაში ე.წ. „რიყის“ ტერიტორიის გასხვისება-შეძენის ეპიზოდზე ისაუბრა. როგორც შოთაძემ აღნიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომლითაც თბილისის ყოფილი მერი გიორგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გამართლდნენ, პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
„ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომ წარვსდგეთ სააპელაციო სასამართლოში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სააპელაციო სასამართლოში დავაყენებთ გამამტყუნებელ განაჩენს სწორედ იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც მოპოვებული გვაქვს ამ ეპიზოდზე“, – განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები