გიორგი მღებრიშვილი სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შს მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსი გრიგოლ ბერულავა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსი თემურ კვანტალიანი, სასაზღვრო პოლიციის კავშირგაბმულობის სამმართველოს უფროსი მიხეილ ქავთარაძე და სახმელეთო საზღვრის დაცვის სამმართველოს უფროსი ვახტანგ დათუნაშვილი დაესწრნენ.
სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა შს მინისტრს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურა, ფუნქცია-მოვალეობები, ამოცანები, სტრატეგიული განვითარების გეგმა, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს. შეხვედრაზე შს მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს, კონკრეტულ მიმართულებებზე დავალებები მისცა.