უნგრეთის მთავრობა თბილისის ზოოპარკის აღდგენაში მონაწილეობისთვის მზადაა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, სილვია პეტოს (Szilvia Peto) შეხვდა.
როგორც ფინანსთა სამინისტრომ „კვირას“ განუცხადა, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ უნგრეთის მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა, ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწიოს დედაქალაქის მთავრობას ზოოპარკის აღდგენის პროცესში.