კოდიანის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენები ჩაერთვნენ

კოდიანის ტყეში ხანძარს ისევ ებრძვიან. სოფელ ტაძრისში საგანგებო შტაბია შექმნილი. ცეცხლს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ებრძვის.
სამაშველო სამსახური ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენების დახმარებით ცდილობს. მეხანძრეები ამბობენ, რომ ხანძარი პრაქტიკულად ლოკალიზებულია.
ადგილზე მობილიზებულია 160 მეხანძრე-მაშველი, 10-მდე სამაშველო ბრიგადა ტერიტორიაზე რთული რელიეფის გამო ასვლას ვერ ახერხებს. როგორც ცნობილია, ხანძარი 8 ჰექტარ მიწის მონაკვეთზეა გავრცელებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები