დიმიტრი ქუმსიშვილი: “პანორამა თბილისი” ძალიან კარგი პროექტია
პანორამასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის ძალიან კარგი პროექტი – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მოხდება თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების გათვალისწინება და პროექტის გადახედვა.
“პანორამასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის ძალიან კარგი პროექტი. ეს არის პროექტი, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი დოლარია. ამ პროექტმა უნდა შექმნას ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი და ეს იქნება მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საქართველოსა და თბილისს სხვა ქვეყნებისგან გამოარჩევს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.