წულუკიანი პაპუაშვილს რჩევით მიმართავს: გადაწყვეტილების ხელმოწერა ხდება არა საავადმყოფოში, არამედ სათათბირო დარბაზში

მოსამართლეები უნდა იყვნენ დაცულნი, მაგრამ მოქალაქეებს აქვთ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და რამდენიმე მოსამართლის საცხოვრებელი სახლების წინ მიმდინარე აქციებს.
თეა წულუკიანი გიორგი პაპუაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის გადახედვას ურჩევს და განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ხელი არა საავადმყოფოში, არამედ სათათბირო დარბაზში უნდა მოეწეროს.
“გიორგი პაპუაშვილს, პირველ რიგში, ვურჩევდი საკუთარი სასამართლოს რეგლამენტს გაეცნოს, რეგლამენტში წერია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების ხელმოწერა ხდება არა საავადმყოფოში, ან რომელიმე ეზოს რომელიმე კუთხეში, არამედ სათათბირო დარბაზში… ამ საქმეზე პროცედურული დარღვევების კასკადია საკონსტიტუციო სასამართლოში და არ მხოლოდ. ჩვენთვის ეს არის პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, მოსამართლეები უნდა იყვნენ დაცულნი, მაგრამ მოქალაქეებს აქვთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები