თეა წულუკიანი პროკურატურის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პროკურატურის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. მინისტრი იმედოვნებს, რომ ქვეყანას წლის ბოლომდე ახალი მთავარი პროკურორი ეყოლება.
პროკურატურის რეფორმასთან ერთად, დღეს თეა წულუკიანმა სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა და აქცენტი გაჭიანურებულ სასამართლოებზე გააკეთა.
„თუ ცვლილებაა საჭირო, ეს კრიტიკა, ალბათ, პირველ რიგში, სასამართლოს ეკუთვნის, სასამართლოს, რომელმაც 9 და მეტი თვის განმავლობაში ის ვერ მოახერხა, რომ სხდომა დაესრულებინა და მოკლე ვადაში გამოეტანა განაჩენი – ან გამამართლებელი ან გამამტყუნებელი“,-აღნიშნა მინისტრმა.
ცვლილების თანახმად, სამი კანდიდატურა სწორედ თეა წულუკიანმა უნდა შეარჩიოს, მათგან ერთს საპროკურორო საბჭო ჯერ მთავრობას, მოგვიანებით კი პარლამენტს წარუდგენს.