მეხანძრე-მაშველებმა ონის რაიონში ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს – ვიდეო

ონის რაიონის სოფელ გლოლაში, წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შემთხვევის ადგილზე დროულად მოხდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების მობილიზება.
ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო 45-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ონის, ამბროლაურის, ტყიბულის, ქუთაისისა და ცაგერის დანაყოფებიდან. თბილისიდან, ხანძრის ქრობის განყოფილებიდან, დამატებით 7-კაციანი ჯგუფი გაიგზავნა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები