“პანორამა თბილისის საკითხი უნდა გადაწყდეს მუნიციპალიტეტების და თვითმმართველობების მიერ“

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი პროექტ „პანორამა თბილისის” საკითხს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის პოზიცია არის ის, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს მუნიციპალიტეტების და თვითმმართველობების მიერ. “ცხადია, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. პრეზიდენტის პოზიცია არის ის, რომ მსგავსი ტიპის საკითხი უნდა გადაწყდეს მუნიციპალიტეტების და თვითმმართველობების მიერ, მოქალაქეებთან აქტიური დიალოგის და ჩართულობის ფონზე”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები