საქართველოს პრეზიდენტს იტალიის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა საქართველო – იტალიის ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.