აჭარაში კიდევ ერთი მუსულმანური ოჯახი გაქრისტიანდა (ფოტოკოლაჟი)
ზემო აჭარაში, ქედაში, კიდევ ერთი მუსულმანური ოჯახი გაქრისტიანდა, – ამის შესახებ “კვირას” წმ. გიორგის ტაძრის მოძღვარმა მამა ბართლომემ განუცხადა.
მისი თქმით, ქრისტიანულ სარწმუნოებაზე ცოლ-ქმარი და მათი პატარა შვილი მოექცნენ. ცოლ-ქმარს ორი მოზარდიც ჰყავთ, რომლებიც საკუთარი სურვილით უკვე არიან ქრისტიანები.
“ხშირად ხდება აჭარელი მუსულმანების ნათლობა აჭარაში. უკვე დიდი ხანია ეს ტენდენცია შეიმჩნევა, რადგან აჭარლები თავიანთ რელიგიას უბრუნდებიან”, – განაცხადა მამა ბართლომემ.