ეკა ბესელია: საქართველო აღარ არის ქვეყანა, სადაც ყველა ციხეში იჯდა
ჩვენ სასამართლოს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, იმუშაოს დამოუკიდებლად, ვინაიდან მთავარი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაა, რომელ მხარესაც არ უნდა მოსწონდეს მიღებული გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ უმრალესობის წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველო არაა ის ქვეყანა, სადაც ყველა ციხეში ზის. “ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სასამართლო სისტემას, იმუშაოს დამოუკიდებლად.
შესაძლოა, ბევრი ისეთი გადაწყვეტილება იყოს, რომელიც ან ერთ მხარეს არ მოეწონოს, ან მეორეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებდეს.
საქართველო აღარ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც იყო 99,9 გამამტყუნებელი განაჩენი და სადაც ყველა ციხეში იყო. ამიტომ ამ ტენდენციებს ობიექტურად უნდა შევხედოთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.