დავით უსუფაშვილი: მინდა ყველას, მათ შორის მოსამართლეებს ვთხოვო, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს

მინდა ყველას, მათ შორის მოსამართლეებს ვთხოვო, რომ პატივი ვცეთ ადამიანების უფლებებს. თუ ადამიანებს რაიმე აქვთ სათქმელი, შეუძლიათ ეს ქუჩაში გამოსვლით გამოხატონ. ასევე მივმართავ მოქალაქეებს, პატივი სცენ სასამართლოების დამოუკიდებლობას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო სამართლოს თამჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას. პაპუაშვილმა უგულავას საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, რომ გარკვეული ადამიანების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლა ხდება.
უსუფაშვილი კი, მოქალაქეებსაც და მოსამართლეებსაც ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს.
“საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, თავისი პროტესტი ქუჩაში გამოსვლით გამოეხატა. მინდა ყველას, მათ შორის მოსამართლეებს ვთხოვო, რომ პატივი ვცეთ ადამიანების უფლებებს. თუ ადამიანებს რაიმე აქვთ სათქმელი, შეუძლიათ ეს ქუჩაში გამოსვლით გამოხატონ. ასევე მივმართავ მოქალაქეებს, პატივი სცენ სასამართლოების დამოუკიდებლობას. ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ მართლმსაჯულების გამხორციელებას ხელი არ შევუშალოთ. ასე, რომ მე აქ რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ. შეეგუონ, პირველ რიგში, მოსამართლეები იმას, რომ რომ ძალიან ხშირად ჩვენი გადაწყვეტილებები მოწონებული არ იქნება და იქნება კრიტიკა. სასამართლოებში ადამიანები არ მიდიან იმისთვის, რომ მერე ერთად ბედნიერები გამოვიდნენ იქიდან”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები