ვარკეთილში ახალშობილი გოგონა იპოვეს – სავარაუდოდ, ჩვილი დღეს გაჩნდა

ვარკეთილის დასახლებაში ახალშობილი იპოვეს. ახალშობილი გოგონა, სავარაუდოდ, დღეს დილით გაჩნდა,-ამის შესახებ „კვირას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს.
ჩვილი საავადმყოფოში ვარკეთილიდან სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა და ამჟამად ახალშობილთა რეანიმაციულ დეპარტამენტში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ახლად დაბადებული გოგონა 2 კილოსა და 200 გრამს იწონის. ექიმების ინფორმაციით, იგი საავადმყოფოში გადაციებულ მდგომარეობაში მიიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ 127-ე მუხლით, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები