პარლამენტი ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატურებს დღეს განიხილავს

დღეს პარლამენტი ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატურებს განიხილავს. აღნიშნულ საკითხზე 10:00 საათზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატურებს კომიტეტის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე წარუდგენს.
შეგახსენებთ, მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრების კანდიდატურები გუშინ წარუდგინა. პარლამენტში ოთხი კანდიდატურა შევიდა.
კერძოდ, საბჭოს წევრად 5 წლის ვადით არჩევის მიზნით წარდგენილია ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურა, ხოლო 7 წლის ვადით არჩევის მიზნით, ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურები.
პარლამენტი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას მიმდინარე სასესიო კვირას გეგმავს.
“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, სააგენტოს საბჭოს 7 წევრიდან 5-ს მთავრობის წარდგინებით საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები