“გამგეობის წევრებისთვის ოქმის წარდგენის შემდეგ ექნებოდა ლეგიტიმური უფლება ებრალიძის მიერ წარმოდგენილ დელეგატს”

ფეხბურთის ფედერაციის იურისტის კესო ჩხიკვაძის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი ორგანოს წევრი არაა, თუმცა გურიის რეგიონული ფედერაციის დელეგატთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულება აქვს.
კითხვაზე რამდენად კანონიერი იყო გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყევტილება როდესაც მან ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება დელეგატის წარდგენაზე, ფედერაციის იურისტი აცხადებს, რომ კახა ებრალიძე ვალდებული იყო ოქმი აღმასკომის წევრებისთვის წარედგინა.
“მე არ გახლავართ ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი ორგანოს წევრი, შესაბამისად, არ ვიღებ პასუხიმსგებლობას იმ გადაწყევტილებაზე, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა ორგანომ მიიღო. მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ ფაქტთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ კახა ებრალიძეს აუცილებლად უნდა წარედგინა ოქმი გამგეობის წევრებისთვის, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ექნებოდა ლეგიტიმური უფლება მის მიერ წარმოდგენილ დელეგატს ფეხუბრთის ფედერაციაში”, – განუცხადა ჩხიკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ გოჩა ტყებუჩავას კანდიდატურა ერთპიროვნულად წარადგინა. ტყებუჩავამ გამეგობის მიერ არჩეული კანდიდატი იური ჩხაიძე ჩაანაცვლა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გურიის რეგიონული ფედერაციის გამგეობის წევრების პროტესტი მოჰყვა და მათ პრეზიდენტის გადაწყვეტილება კვლავ შეცვალეს და ფედერაციაში მათ მიერ შერჩეული დელეგატი წარადგინეს. თუმცა ამის მიუხედავად ფეხბურთს ფედერაციის აღმასკომმა გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი არ შეცვალა და გურიის სახელით არჩევნებზე ხმას კვლავ გოჩა ტყებუჩავა მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები