შსს დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგვისტოს თვის და იანვარ-აგვისტოს დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო. შს სამინისტროს ცნობით, 2015 წლის აგვისტოს თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3402 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1463 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 43%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.82%.
2015 წლის აგვისტოს თვეში შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2278 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1293 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.76%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -5.28%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები