გუგული მაღრაძე: აღშფოთება არ უნდა გამოხატოთ მაშინ, როდესაც საქმე თქვენს ყოფილ თუ ახლანდელ ლიდერს ეხება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის და რამდენიმე მოსამართლის მიერ კლინიკა “მედინაში”, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას მონახულების ფაქტს გამოეხმაურნენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გუგული მაღრაძეს მიაჩნია, რომ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო კანონით დადგენილ ვადებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„არცერთი ადამიანი არ უნდა იყოს 9 თვე და 1 დღე პატიმრობაში, საკონსტიტუციო სასამართლო კანონის მიხედვით გადაწყვეტს. ჩვენ კანონმორჩილი ადამიანები ვართ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს აღშფოთება და არ უნდა გამოხატოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე ეხება თქვენს ყოფილ თუ ახლანდელ ლიდერს“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკუთარი პოზიცია გამოხატა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ.
„ყველა მოიხდის სასჯელს თავის ცოდვებისა და დანაშაულის მიხედვით. ვის რა წარსული აქვს, ამაზე ნუ ვისაუბრებთ. არა მგონია, ამის შესახებ თქვენ რამე გქონდეთ სათქმელი“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინ უნდა გამოეცხადებინა გადაწყვეტილება გიგი უგულავას 9-თვიან პატიმრობასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლოს ერთ-ერთი წევრი მერაბ ტურავა სასამართლოში არ მივიდა. მიზეზად მისი ავადმყოფობა დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები