ბექა ბასილაია: მერაბ ტურავა პროცესის გაჭიანურებას ცდილობს

გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია ეხმაურება. მისი თქმით, მერაბ ტურავა გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.
„პროკურატურა იმედოვნებს, რომ სასამართლოზე ზეწოლის შედეგად მიიღებენ გიორგი უგულავას გამამტყუნებელ განაჩენს, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აზრს აბსოლუტურად კარგავს. უგულავას თუ ექნება ერთ საქმეზე უკანონო განაჩენი, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად რომ გაიზიაროს ჩვენი არგუმენტები უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, გიორგი უგულავა ვერ გათავისუფლდება“, – განაცხადა ბექა ბასიალაიამ.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ტურავას ავადმყოფობის გამო გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაწყვეტილება გუშინ, 17:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა, თუმცა მერაბ ტურავა გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო. გადაწყვეტილების გამოცხადება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები